ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ბევრი გეგმა მქონდა, საშობაოდ ილიასთან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მერაბი საჩემპიონო ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპინომა, მერაბ დვალიშვილმა UFC Espanol-თან ინტერვიუს დროს უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნის გამო ბევრი გეგმა ჩაეშალა.

რას ამბობს „მანქანა“:

„ის, რომ ტიტულის მოპოვებიდან 4 თვეში ვბრუნდები, ვფიქრობ, ბევრს ნიშნავს. ეს სწრაფი შემობრუნებაა. ასევე, ეს ბრძოლა სწრაფად მივიღე და მოსამზადებლად 6 კვირა მქონდა და ამის საბაბი არ მქონდა. საშობაოდ, ახალი წლისთვის და ჩემი დაბადების დღისთვის საკმაოდ ბევრი გეგმა მქონდა. ილიასთან წასვლას და გართობას ვაპირებდი, მაგრამ... ხომ იცით, უმარს არ სურს რამადანის დროს ბრძოლა... არაა პრობლემა“.

„მინდა უმართან ბრძოლა მოვიგო და დატვირთული 2025 წელი მქონდეს. იანვრის დასაწყისში ვიბრძვი, ვიცი, რომ ომალის აპრილში სურს დაბრუნება და ვფიქრობ, მარტში პიოტრ იანიც მზად იქნება. ასე რომ, შესაძლოა, პიოტრს მარტში ვებრძოლო, ან აპრილში ომალის“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 19 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები