კონტემ კიეზას ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო - პრობლემა მისი ხელფასია
ანტონიო კონტე, როგორც დაცვის ხაზის, ისევე შეტევის გაძლიერებას გეგმავს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი სპეციალისტი ფედერიკო კიეზას დამატებით არის დაინტერესებული.
დღეს იტალიური მედია განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ლივერპული კიეზას გაშვებაზე თანახმაა. საუბარი იჯარის წესით გადასვლაზეა, თუმცა პრობლემას იტალიელის ანაზღაურება ქმნის.
ფედერიკო წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ნეაპოლური გუნდისთვის ზედმეტად მაღალი ანაზღაურებაა.
CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, პარტენოპეის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლივერპულის დარწმუნებას ეცდება, რომ ხელფასის ნაწილი მერსისაიდულმა გრანდმა გადაიხადოს. თუ ეს შეთანხმება შედგება, ტრანსფერი განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ჩემპიონი ლივერპულში მიმდინარე წლის ზაფხულში 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ინგლისურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.
30 სექტემბერს მან ტრავმა მიიღო და 11 დეკემბრამდე იუქმა. დღემდე მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ასევე შეგახსენებთ, 27 წლის იტალიელს სერია ა-ში თამაშის კოლოსალური გამოცდილება აქვს. კიეზა სხვადასხვა დროს იუვენტუსის და ფიორენტინას ღირსებას იცავდა.