ნაპოლი, დანიელე რუგანი
Aa
Aa

დანიელე რუგანი - ნაპოლის ახალი სამიზნე

ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ, ნაპოლი ცენტრალური მცველის ძიებაშია. პარტენოპეის არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ შორის დანილო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Corriere dello Sport-ის დღევანდელი გამოშვება ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ დანილოს ტრანსფერი ჩიხში შევიდა, რადგან აურელიო დე ლაურენტისს იუვენტუსის მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდა არ სურს. ბრაზილიელ უკანახაზელს კონტრაქტი 2025 წლის ივნისში სურს და პარტენოპეის პრეზიდენტს მისი უფასოდ გადმოყვანა სურს.

აღნიშნული ფაქტი ნაპოლის სხვა ფეხბურთელის მოძიებისკენ უბიძგებს. წყაროს ცნობით, ახალი სამიზნე დანიელე რუგანია, რომელიც ტურინის იუვენტუსის საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით ამსტერდამის აიაქსში იმყოფება. ამ მომენტისთვის, ჯოვანი მანა 30 წლის ცენტრალურ მცველთან იწყებს მოლაპარაკებას.

ამის პარალელურად, გამოცემა Kiss Kiss Napoli წერს, რომ ანტონიო კონტემ პარტენოპეის ხელმძღვანელობას იანვრიდან ივნისის ჩათვლით 7 ფეხბურთელის ყიდვა მოსთხოვა.

აღნიშნული წყარო 7-დან 3 ფეხბურთელის ვინაობას ასახელებს. ესენი არიან: დორგუ, დენის მანი და ბონი. სამივე იტალიაში თამაშობს. დორგუ ლეჩეს ღირსებას იცავს, ხოლო მანი და ბონი პარმასი. ჯერჯერობით, მთავარი პრიორიტეტი დაცვის ხაზის გაძლიერებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნეგატიური მთავარი გმირი“ - იტალიურმა მედიამ გოგლიჩიძე გააკრიტიკა
“ნეგატიური მთავარი გმირი“ - იტალიურმა მედიამ გოგლიჩიძე გააკრიტიკა