შერმადინის სუსტი მატჩი - 18 წუთში 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში ტენერიფე მორაბანკ ანდორას ესტუმრა და 92:83 დაამარცხა.
ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი და 10 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა მხოლოდ 3 მოხსნას და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მატჩის მიმდინარეობისას არც საჯარიმო ტყორცნა შეასრულა, არც 2-ქულიანი და არც 3-ქულიანი ისროლა.
ამ მატჩის შემდეგ, ტენერიფეს სატურნირო ცხრილში 18 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება. ვიდორეტას გუნდს 2-2 ქულით მხოლოდ უნიკახა და ვალენსია უსწრებენ.
???? Novena victoria liguera ‼️
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) December 28, 2024
???? ¡Otra alegría para despedir un gran 2024! ¡Feliz año, afición!
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/NOtdATQz0z