მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მარტივი არ იქნება, მაგრამ შევეცდები, დავაფინიშო“ - მერაბი უმართან ჩხუბზე

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ვებგვერდთან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმარს საჩემპიონო ბრძოლა არ დაუმსახურებია.

რა თქვა მერაბმა:

„უმარი კარგი მებრძოლია, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება, მაგრამ უმარს არ დაუმსახურებია სატიტულო ჩხუბი ისე, როგორც ამას სხვა მებრძოლები აკეთებენ ხოლმე. სხვები წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ საჩემპიონო ბრძოლა მიიღონ. მე მარტივად არაფერი მიმიღია, უმარმა კი რაღაცნაირად ყველაფერი ერთბაშად მიიღო. ის ბევრს წუწუნებს და ამბობს, რომ მასთან ჩხუბი არავის სურს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს წონაში ბევრი სხვა მებრძოლია.

ტოპ მეტოქეებიდან ის მხოლოდ სენდჰაგენს ეჩხუბა, რომელმაც ჭიდაობა არ იცის. როგორც ჩანს, უმარმა გადაწყვიტა, რომ ერთი მოგების შემდეგ მას გარანტირებულად სატიტულო ჩხუბი უნდა მისცენ. მე იმაზე ვბრაზდები, რომ უმარმა საჩემპიონო ჩხუბი ასე სწრაფად მიიღო. ის ძალიან თავმომწონეა, უმარს მეტი მოკრძალება მართებს. ინტერნეტში ის მუდმივად უპატივცემულობას იჩენს ჩემს მიმართ - ნამდვილი მამაკაცები ასე არ იქცევიან. მისი მხრიდან უპატივცემულობამ დამღალა.

უმართან ჩხუბი მარტივი არ იქნება, მას ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მაგრამ შევეცდები, ის დავაფინიშო. მინდა, ძლიერ მეტოქეს მოვუგო და მისი წაგებების გრაფაში, სადაც ახლა 0-ია, 1-იანი ჩავწერო“.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს ლოს-ანჯელესში მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს, მისი მეტოქე კი ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი (18-0) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დამაბნეველი სტილი აქვს“ - ფიგერედოს აზრით მერაბი უმარს დაამარცხებს
„დამაბნეველი სტილი აქვს“ - ფიგერედოს აზრით მერაბი უმარს დაამარცხებს