ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

კიეზას „ლივერპულიდან“ წასვლა სურს | მსურველებს შორის „ნაპოლიცაა“

ფედერიკო კიეზას, რომელიც „ლივერპულს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, კლუბიდან წასვლა სურს. გამოცემა Foot Mercato-ს ჟურნალისტის, ვალენტენ ფეიეტის ინფორმაციით, იტალიელ გარემარბს სამშობლოში დაბრუნება სურს.

ფაიეტის თქმით, ამჟამად ყველაზე აქტიურად კიეზას იჯარით გაშვების ვარიანტი განიხილება. 27 წლის გარემარბის დამატებით „ნაპოლი“ და „ინტერი“ არიან დაინტერესებულები - ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აკვირდება „ფიორენტინაც“, რომლის ღირსებასაც კიეზა 2022 წლამდე იცავდა.

შეგახსენებთ, რომ კიეზა „ლივერპულში“ ზაფხულში „იუვენტუსიდან“ 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. „წითლებთან“ მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში კიეზამ მერსისაიდელების რიგებში პრემიერლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი სტრატეგია ოლმოს დასარეგისტრირებლად - რა მოიფიქრა ლაპორტამ
ახალი სტრატეგია ოლმოს დასარეგისტრირებლად - რა მოიფიქრა ლაპორტამ