დი ფრანჩესკო: “კვარა, თუ ნერეში? ორივე მაღალი დონის არის“
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი ვენეციას უმასპინძლებს. მატჩის წინ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ეუსებიოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ ერჩივნა დარჩენილიყო სათადარიგოთა სკამზე, კვარაცხელია, თუ ნერეში?
დი ფრანჩესკო:
„ნაპოლის შემადგენლობის არჩევა ჩემზე დამოკიდებული არ არის. კვარაცხელიაც და ნერეშიც მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ჩვენ მოვემზადეთ მატჩისთვის, რომელშიც მოწინააღმდეგეს მარცხენა ფლანგზე მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელი ჰყავს, ხოლო მარცხენა ფლანგზე ცაცია. არ არის გამორიცხული, რომ ისინი პოზიციებს შეიცვლიან. მათ წინააღმდეგ ერთი ერთზე თამაში რთული იქნება.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ტრავმის ფონზე დავიდ ნერეშმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა და მისი თამაშით ანტონიო კონტე კმაყოფილია.
მეტიც, იტალიური მედია წერდა, რომ ნერეში იმდენად კარგია, რომ კვარას ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა მოუწევდა.
ცნობისთვის, ნაპოლის და ვენეციას მომავალი დაპირისპირება 29 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.