„თუ კლუბის მმართველი გავხდები ყველაფერს გამოვასწორებ“ - რონალდუ მანჩესტერზე
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და კლუბი აკვარიუმს შეადარა.
„პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე რთული ლიგაა, ყველა გუნდი კარგია, ყველა იბრძვის, ყველა მოთამაშე ძლიერია. ფეხბურთი შეიცვალა, ადვილი მატჩები აღარ არსებობს. ამაზე წელიწადნახევრის წინ ვისაუბრე და კიდევ ვისაუბრებ: პრობლემა მწვრთნელებში არ არის.
მე ყოველთვის მოვიყვან ამ მაგალითს: „ეს აკვარიუმივითაა. თუ მასში ავადმყოფი თევზია და ამოიღებ, მოაგვარე ეს პრობლემა და თევზი უკან დააბრუნე. ის შემდეგ ისევ დაავადდება“. მანჩესტერ იუნაიტედსაც იგივე პრობლემა აქვს. პრობლემა მხოლოდ მწვრთნელში არ არის, ის გაცილებით დიდია.
100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იუნაიტედში არსებული პრობლემა არ მოგვარებულია. თუ კლუბის მფლობელი გავხდები, ყველაფერს გამოვასწორებ და ახლა რაც ხდება შევცვლი“.
- განაცხადა რონალდუმ Record-თან საუბრისას.
როგორც ჩანს კრიშტიანუს კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა არ აქვს მიზნად. მას უფრო მეტად კლუბის მართვა იზიდავს.