ფაბიო კაპელო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

კაპელო: “კრიტიკა რეალის მისამართით? ეს ცოტა ირონიულია“

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალი სათანადო ფორმაში არ იმყოფება. ამ საკითხთან დაკავშირებით, სამეფო კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა.

კაპელო:

„მადრიდის რეალის დონის გუნდში ადაპტაცია ძალიან რთულია. მინახავს ტოპ ფეხბურთელები, რომლებიც ბლანკოსში გადაბარგდნენ და ვერ ითამაშეს. ბევრს იქ გადასვლაც კი ეშინიათ. მბაპეს პრობლემები მოედანს გარეთ ჰქონდა და არა ფეხბურთთან, მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ ის დაბრუნდა და უკეთესი გახდა. კილიანი დიდი ძალაა და ძალიან მომწონს.

გახსოვთ პლატინი იუვენტუსში? მას ადაპტაციისთვის 6 თვე დასჭირდა. მადრიდში უნდა მოითმინონ, მაგრამ იქ მოთმენა არ შეუძლიათ. ანჩელოტის დაუმსახურებლად აკრიტიკებენ. არადა მან ძალიან ბევრი ტიტული მოიგო.

სიტუაცია საკმაოდ ირონიულია. მადრიდში ჰგონიათ, რომ შედეგი დაუყოვნებლივ უნდა მოვიდეს, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერს დრო სჭირდება. როცა კარლო იტალიურ სტილში იგებს, აკრიტიკებენ, რადგან გულშემატკივრებს უფრო ლამაზი ფეხბურთი სურთ. ჩემს დროსაც ასე იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა რეალს დრო სჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო მადრიდის რეალში ჯერ 1996/97 და შემდეგ 2006/2007 წლებში მუშაობდა. იტალიელმა სპეციალისტმა ბლანკოსთან ერთად ორივე შემთხვევაში ლა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
20 მილიონის მიღება სურთ - ბარსამ დე იონგი ტრანსფერზე დააყენა
20 მილიონის მიღება სურთ - ბარსამ დე იონგი ტრანსფერზე დააყენა