კონტე: ადრე თუ გვიან მოედანზე ერთდროულად კვარასა და ნერეშსაც იხილავთ
„ვენეციასთან“ მატჩის წინ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
რა თქვა კონტემ:
„კვარა და ნერეში ერთად ძირითადში? ყველაფერი შესაძლებელია, ყველას შეუძლია ძირითადში თამაში. ყველაფერი დამოკიდებულია მეტოქეზე, მაგრამ ყველამ იცის, რომ კვარა, პოლიტანო და ნერეში განსხვავებას ქმნიან მოედანზე. აქამდე პოლიტანო ყოველთვის ხვიჩასთან ერთად გამოდიოდა, ბოლო მატჩებში კი ნერეშთან ერთად - ადრე თუ გვიან ერთდროულად მოედანზე კვარასა და ნერეშსაც იხილავთ.
გუშინ პოლიტანოს მცირე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ დღეს მან ივარჯიშა. დავაკვირდებით ფეხბურთელების მდგომარეობას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ადრე თუ გვიან კვარა და ნერეში ერთადაც ითამაშებენ“.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში კვარაცხელიამ თავი 5 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო ნერეშის ანგარიშზე 1 გოლი და 4 ასისტია. „ნაპოლი“ – „ვენეციას“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.