დანი ოლმო
Aa
Aa

ახალი სტრატეგია ოლმოს დასარეგისტრირებლად - რა მოიფიქრა ლაპორტამ

„ბარსელონა“ დარწმუნებულია, რომ სეზონის მეორე ნაწილისთვის დანი ოლმოს დარეგისტრირებას შეძლებს - მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სასამართლომ კატალონიურ კლუბს ოლმოს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც „ბლაუგრანაში“ განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ახალი სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართავენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონამ“ შექმნილი სიტუაციიდან შემდეგნაირი გამოსავალი მოიფიქრა: კლუბი VIP-ადგილებს კატარულ კომპანიას 120 მილიონ ევროდ მიჰყიდის.

Relevo-ს ცნობით, კლუბმა უკვე გადაუგზავნა ლა ლიგას კონტრაქტები, რომელთა გაფორმებაც ორ კომპანიასთან იგეგმება.

ცნობისთვის, მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თუ „ბარსელონა“ ოლმოს დარეგისტრირებას ვერ შეძლებს, ფეხბურთელს უფლება ექნება, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოლმოს რეგისტრაციის ვადა 31 დეკემბერს იწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანვარში ოლმო წავა? - ბარსელონას პრობლემები გრძელდება
იანვარში ოლმო წავა? - ბარსელონას პრობლემები გრძელდება