სეხუდო: თოფურია-მახაჩევის ბრძოლა ჯონსი-ასპინალზე დიდი მოვლენა იქნება
სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო თვლის, რომ 2025 წლის მთავარი ბრძოლა არა ჯონსი-ასპინალი, არამედ თოფურია-მახაჩევი იქნება, თუ რა თქმა უნდა, UFC ამ დაპირისპირებას ჩანიშნავს.
„მე პირადად მჯერა, რომ მახაჩევი თოფურიას წინააღმდეგ, შესაძლოა პოტენციურად უფრო დიდი ბრძოლა იყოს, ვიდრე ჯონსი-ასპინალი. ეს ჩემი მოსაზრებაა. ილიას კარგი შანსი აქვს, რომ მეორე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს.
მძიმე წონაში ჩვენ უბრალოდ გავიგებთ, თუ ვინ არის უდავო ჩემპიონი. მაგრამ, თუ თოფურია მახაჩევს დაამარცხებს, ის Pound for Pound რეიტინგის (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) ლიდერი გახდება. თუ კი ილია ისეთ ბიჭს დაამარცხებს, როგორიც მახაჩევია, მაშინ მიეცით უბრალოდ მას თავისი ყვავილები (ილიას წითელი ვარდი, რომელიც გამარჯვების შემდეგ მისი ხელწერაა)“.
- განაცხადა სეხუდომ MMA Junkie-სთან სუაბრისას.
აქვე გეტყვით, რომ ისლამ მახაჩევი თავის მომდევნო ბრძოლას 2025 წლის 18 იანვარს UFC 311-ზე არმან ცარუკიანის წინააღმდეგ გამართავს. ჯერჯერობით მისი და თოფურიას ბრძოლის ჩანიშვნის შანსი უახლოეს ერთ წელიწადში არც ისე დიდია.