მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

„დამაბნეველი სტილი აქვს“ - ფიგერედოს აზრით მერაბი უმარს დაამარცხებს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა დეივესონ ფიგერედომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირებაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

UFC 311-ის 2025 წელს პირველი ღონისძიება იქნება, რომლის მთავარი ბრძოლაც მერაბისა და უმარის დაპირისპირება გახლავთ.

„მე უფრო მეტად მერაბისკენ ვიხრები და მისი გამარჯვება მგონია. დიახ, დვალიშვილის დარტყმა არ არის ძლიერი, მაგრამ ის ახერხებს, რომ მეტოქეები დაღალოს და ძირს დააგდოს. მას დამაბნეველი სტილი აქვს. მეორეს მხრივ, უმარი არის ბიჭი, რომელმაც იცის, როგორ დაიცვას თავი თეიქდაუნის (ძირს დაგდებისას) დროს. ასე რომ, მერაბისთვის რისკი არსებობს. მაგრამ ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ვხედავ, რომ გამარჯვება დვალიშვილის იქნება.

რაც შემეხება მე, ჩემი მიზანი საკუთარ საბრძოლო სტილში გარკვეული ცვლილებების შეტანაა. მინდა ჩემი თავი ხელახლა შევქმნა და საჩემპიონო ტიტული მოვიპოვო“.

- განაცხადა ფიგერედომ MMA Junkie-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. MMA-ში დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი დეპრესიაში ვიყავი“ - ტაისონმა პოლთან ჩხუბზე ილაპარაკა
„ცოტათი დეპრესიაში ვიყავი“ - ტაისონმა პოლთან ჩხუბზე ილაპარაკა