ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა და ნერეში ერთად - კონტე სიურპრიზებს ამზადებს

იტალიის სერია A-ს წინა ტურში „ჯენოასთან“ (1:2) სტუმრად მოგებულ შეხვედრაში „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართო, მის ნაცვლად კი ძირითადში დავიდ ნერეში ასპარეზობდა, რომელმაც თავი საგოლე პასით გამოიჩინა. ბრაზილიელის შედეგიანობის გამო, ბევრი თვლიდა, რომ ხვალ „ვენეციასთან“ საშინაო მატჩში სასტარტოში ისევ ის მოხვდებოდა, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს.

ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორი ვარჯიში მატეო პოლიტანომ მაღალი ტემპერატურის გამო გაააცდინა, რის გამოც ის ხვალინდელი მატჩისთვის დიდი ალბათობით მზად ვერ იქნება და არსებობს მაღალი შანსი იმისა, რომ მის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე ნერეში გაამწესონ, ხოლო ხვიჩამ მისთვის საყვარელ მარცხენა ვინგერის პოზიციაზე დაიწყოს თამაში. იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელია-ნერეში - ლუკაკუს ტრიოს თამაშის ხილვაზე ნეაპოლელი გულშემატკივარი დიდი ხანია ოცნებობს და შესაძლოა, მათ ეს ოცნება კონტემ 2024 წლის ბოლო შეხვედრაში შეუსრულოს.

წლევანდელ სეზონში კვარაცხელიამ თავი 5 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო ნერეშის ანგარიშზე 1 გოლი და 4 ასისტია. „ნაპოლი“ – „ვენეციას“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რესურსია და არა პრობლემა“ - პრანდელი კონტეს დილემაზე
„ეს რესურსია და არა პრობლემა“ - პრანდელი კონტეს დილემაზე