რონალდუ: ერთ თვეში 40-ის ვხდები, დარწმუნებული იყავით არ გავჩერდები
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგებას უმიზნებს და კარიერის დასრულებას როგორც ჩანს არ აპირებს.
„ერთ თვეში 40 წლის გავხდები და დარწმუნებული იყავით: არ გავჩერდები. რატომ? იმიტომ რომ ტიტულების მოგება მსურს. ტიტულები და გოლების გატანა, ეს არის ჩემი მიზანი.
ისევ მინდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად რაღაცის მოგება. დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის“.
რონალდუმ ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან კონკურენცია სიამოვნებს.
„მომწონს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კონკურენცია. ისინი ჩვენი მოტივაცია ხდებიან. ვეჯიბრებით სისწრაფეში, დარტყმებში და ფიზმომზადებაშიც.
მათ შეუძლიათ გააგრძელონ შრომისმოყვარეობა, მაგრამ ისინი ფიზიკურად ჩემზე უკეთესნი არ არიან, ეს ვიცი (იცინის).
ვხუმრობ. მე მიყვარს მათი კარიერის ყურება: ბელინგემი, ლამინ იამალი, ვინისიუსი, რომლებსაც ჩემი აზრით ოქროს ბურთი უნდა მოეპოვებინა“,
- განაცხადა რონალდუმ Record-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ელის, რომ მესი-რონალდუს კვლავ იხილავს და დიდი ალბათობით, ეს მათი ბოლო ტურნირი იქნება.