მაქს ფერსტაპენი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ფერსტაპენი პრიზის გარეშე დარჩა

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი სამშობლოში წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი პრიზის გარეშე ზედიზედ მეორედ დარჩა. ისევე როგორც შარშან, წელსაც „რედ ბულის“ ნიდერლანდელ პილოტს ველომრბოლელებმა აჯობეს. 2023 წელს გამოკითხვაში მატიე ვან დერ პულმა გაიმარჯვა, ხოლო წელს პირველი ადგილი ჰარი ლავრეიზენმა დაიკავა, რომელმაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ქვეყნის დელეგაციას სამი ოქროს მედალი მოუტანა.

ფერსტაპენი გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი იყო ევროპის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში, მაგრამ კონტინენტის ოცდაერთი გამოცემის ჟურნალისტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ის სამეულშიც ვერ მოხვდა და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. პრიზი ფრანგმა მოცურავემ ლეონ მარშანმა მიიღო, რომელმაც სამშობლოში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ სლოვენიელ ველომრბოლელ ტადეი პოგაცარს სოლიდური სხვაობით აჯობა.

ნიდერლანდების წლის საუკეთესო სპორტსმენად 27 წლის მაქს ფერსტაპენი ზედიზედ ორჯერ, 2021 და 2022 წლებში აღიარეს. ბოლო ოთხი წელია ის ფორმულა 1-ის უცვლელი ჩემპიონია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ფერსტაპენის გამარჯვება მარადონას ღმერთის ხელის ტოლფასი უსამართლობაა"