საკრამენტო ქინგსი
Aa
Aa

შოკი NBA-ში - წლის საუკეთესო მწვრთნელი გაუშვეს

„საკრამენტოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ამბავი ამერიკული საკალათბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - „კინგსის“ ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელ მაიკ ბრაუნს კარისკენ მიუთითეს და ამ უკანასკნელმა ამის შესახებ არა პირად საუბრებში, არამედ თვითმფრინავში ასვლამდე 15 წუთი ადრე შეიტყო. გუნდი ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, სადა ხვალ დილით „ლეიკერსს“ უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა როგორც გაირკვა, ამ მატჩზე გუნდს სულ სხვა სპეციალისტი გაიყვანს.

31 მატჩის შემდეგ 13 მოგებითა და 18 წაგებით „საკრამენტო“ ამ ეტაპზე დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეთორმეტე ადგილზეა, რაც რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლეოდა, მაგრამ თუ მხედველობაში ამ კლუბის მიმართ ბრაუნის დამსახურებებს მივიღებთ, ეს ყველაფერი მართლაც უსამართლოდ მოგეჩვენება. 54 წლის სპეციალისტი კინგსში 2022 წლის ზაფხულში მივიდა და სადებიუტო სეზონშივე გუნდი პლეი ოფში 16-წლიანი პაუზის შემდეგ გაიყვანა, ხოლო შარშან NBA-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ბრაუნის გაშვებამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია - NBA-ს მწვრთნელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და გოგა ბითაძის ყოფილმა დამრიგებელმა რიკ კარლაილიმ, რომელიც ახლაც „ინდიანას“ ამზადებს, ამ ამბავს შოკისმომგვრელი და მათი პროფესიის ადამიანებისთვის დამაფიქრებელი უწოდა. ასევე აღშფოთება ვერ დამალეს ჯორჯ კარლიმ და სტივ კერიმ, ხოლო „საკრამენტოს“ ქომაგთა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში დადო პოსტი სათაურით: „ჩვენი კლუბი უკეთეს მმართველებს იმსახურებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის სიმძიმე ცნობილია - დონჩიჩმა შანსი დაკარგა
ტრავმის სიმძიმე ცნობილია - დონჩიჩმა შანსი დაკარგა