გოგა ბითაძე
Aa
Aa

21-ე ორმაგი და მარცხი ნიქსთან - ბითაძე არ ჩერდება

გოგა ბითაძე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფენომენალურ ასპარეზობას განაგრძობს, თუმცა მისმა გარჯამ ამჯერად გუნდისთვის სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და „ორლანდო“ საკუთარ დარბაზში „ნიუ-იორკ ნიქსთან“ 23-ქულიანი სხვაობით, 85:108 დამარცხდა.

„მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა დარიუს მოსლიმ 25 წლის ქართველ კალათბურთელს ამჯერადაც ნდობა გამოუცხადა და 30 წუთი ათამაშა, რა დროშიც გოგამ 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა დააგროვა და ორმაგი დუბლი კარიერაში ოცდამეერთედ შეასრულა. ბითაძემ რვიდან ხუთი ორქულიანი, ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და პერიმეტრიდან მისი ერთადერთი მცდელობაც ზუსტი აღმოჩნდა. მოხსნების რაოდენობით „ორლანდოს“ ქართველი ლეგიონერი თანაგუნდელებს შორის საუკეთესო გახლდათ და თერთმეტიდან ოთხ შემთხვევაში მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა.

33 თამაშის შემდეგ 19 მოგებითა და 14 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავენ, რომელიც ხვალ თბილისის დროით, ღამის პირველის ნახევარზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არაფერი სერიოზული“ | პორზინგისმა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა
„არაფერი სერიოზული“ | პორზინგისმა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა