ვეღარაფერს დამაკლებენ - შვიონტეკს WADA-ს შიში გაუქრა
მიუხედავად იმისა, რომ ერთთვიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა, ცნობილი პოლონელი ჩოგბურთელის იგა შვიონტეკის გარშემო დოპინგთან დაკავშირებული ინფორმაციების გავრცელება არ წყდება. სულ ბოლო ცნობებით, ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონის საქმეს ხელახლა მიუბრუნდება და მას გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელით დასჯის, რისიც თავად სპორტსმენს ოდნავადაც არ ეშინია და ამ საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
რას ამბობს შვიონტეკი
WADA-სგან არც აპელაციას ველოდები და არც ამ საქმესთან მათი ხელმეორედ მიბრუნების არ მეშინია. უკვე დამსაჯეს - გამოვტოვე სამი მსხვილი ტურნირი, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა დავკარგე. გარდა ამისა, ყველა პროცედურამ მათი გეგმის მიხედვით ჩაიარა და მივაწოდე მტკიცებულებები რაც შემეძლო.
შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ხუთი ტურნირიდან 23 წლის იგა შვიონტეკს ოთხჯერ როლან გაროსი, ერთხელ კი ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.