Globe Soccer Awards | ვინისიუს ჟუნიორი წლის საუკეთესო ფეხბურთელია
დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება გაიმართა და გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო კლუბი მადრიდის „რეალი“ გახდა, რომელმაც წლეულს, 5 ტიტული დაისაკუთრა. „ბლანკოსმა“, „სიტის“, „ინტერს“, „ლევერკუზენს“, „ატალანტას“, „ალ-აჰლის“, „ატლეტიკო მინეიროს“, „ბოტაფოგოს“, „ოლიმპიაკოსსა“ და „სპორტინგს აჯობა. ბუნებრივია, „რეალის“ თავკაცი, კარლო ანჩელოტი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ჯილდო დაისაკუთრა კრიშტიანუ რონალდუმაც. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ახლო აღმოსავლეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. რონალდუმ რიად მაჰრეზს, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, სალემ ალ-დავსარისა და სუფიან რაიმის აჯობა.
Globe Soccer Awards-ზე „ბარსელონას“ წარმომადგენელი, ლამინ იამალიც დააჯილდოეს. „ბლაუგრანას“ გარემარბი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
???????? Lamine Yamal ya tiene su premio en los #GlobeSoccer pic.twitter.com/2P9jEjJInn
— MARCA (@marca) December 27, 2024
Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი გახდა, საუკეთესო ნახევარმცველი - ჯუდ ბელინგემი. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო აიტანა ბონმატიმ დაისაკუთრა, საუკეთესო ფეხბურთელი კაცის წოდება კი ვინისიუს ჟუნიორმა მიიღო.
????⚽️ Vinicius, Mejor Delantero del Año en los #GlobeSoccer pic.twitter.com/tSvj2JpYp5
— MARCA (@marca) December 27, 2024