ზურაბ კახაბრიშვილი
Aa
Aa

მეორე ვადით - სპორტული მედიცინის ასოციაციას კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს სპორტული მედიცინის 2024 წლის შემაჯამებელი ყრილობა გაიმართა. დელეგატებმა მოქმედი პრეზიდენტის ზურაბ კახაბრიშვილის წლიური ანგარიში მოისმინეს. მოგვიანებით კი, ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებიც შედგა, სადაც ერთადერთმა კანდიდატმა კახაბრიშვილმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა და ნდობის მანდატი კიდევ ოთხი წლით მიიღო.

პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ხათუნა საგანელიძე დაიკავებს, მეორე ვიცე-პრეზიდენტი ვალერი ახალკაცი იქნება, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე ნინო სისაური აირჩიეს. ასევე დამტკიცდა სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმის 15-კაციანი შემადგენლობა. ყრილობის პარალელურად, დღევანდელ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო ექიმიც დასახელდა და პრიზი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგს გიორგი ჭინჭარაულს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ კახაბრიშვილი წლებია ქართულ სპორტს სამედიცინო კუთხით ემსახურება და ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა