Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | რომელ ადგილს დაიკავებს კვარას ნაპოლი
2024 წელი დასასრულს უახლოვდება და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ სერია A-ს საჩემპიონო რბოლაზე ილაპარაკა. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „სკუდეტოს“ მოგების მთავარი ფავორიტი „ინტერია“, რომლის ტრიუმფის შანსიც 65 პროცენტად ფასდება.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობის შანსი 3.6 პროცენტია. Opta-ს სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ „პარტენოპეის“ მესამე ან მეოთხე ადგილის დაკავების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. მესამე - 34.8%, მეოთხე - 22.1%. მეორე ადგილზე გასვლის შანსი კი 12.7 პროცენტია.
საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ რაც შეეხება, Opta-ს სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ „ლურჯები“ სატურნირო ცხრილის შუა ადგილს დაიკავებენ - მეცხრე, მეათე ან მეთერთმეტე. „ემპოლის“ გავარდნის შანსს Opta 1.7 პროცენტად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს „ატალანტა“ ლიდერობს. „ლა დეას“ 40 ქულა აქვს და „ნაპოლის“ ორი ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე „ინტერია“, რომელსაც 37 ქულა აქვს და ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.