თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი
Aa
Aa

დაბრუნება ოქროს მედლით - პაპინაშვილი საქართველოს ჩემპიონია

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში დღეს სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა. შეჯიბრების პირველ დღეს გამარჯვებულები ორ, 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. აქტიურ სპორტში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ჯაბა პაპინაშვილმა, რომელიც 60 კილოგრამში გამოდის, ფინალამდე ალექსანდრე შონიას, რობინზონ დუღაძეს, ირაკლი კუპატაძესა და თორნიკე მაზიაშვილს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ნიკა ხუზაურაშვილი გოლდენ სკორში იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი თემურ ნოზაძემ დაიკავა. მან შეჯიბრება ლაშა ბაღაშვილის დამარცხებით დაიწყო, რასაც კახა ჯოიძის, თორნიკე გიგაურის, ალექსანდრე რაფავასა და ხვიჩა გაფრინდაშვილის ძლევა მოჰყვა. ფინალში კი ლაშა ნადირაძეს აჯობა.

საქართველოს პირველობა, სადაც სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკრების ლიდერი ძიუდოისტები არ მონაწილეობენ, კიდევ ორი დღე გაგრძელდება და ხვალ დაზეგ ჩემპიონები დარჩენილ ხუთ წონაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის ბოლო რეიტინგი - რომელ ადგილზე დაასრულეს ძიუდოისტებმა 2024 წელი
წლის ბოლო რეიტინგი - რომელ ადგილზე დაასრულეს ძიუდოისტებმა 2024 წელი