ლაშა ბექაური
Aa
Aa

EJU: 2024 წელს ბექაურმა თავის წონით კატეგორიაში პირველობა შეინარჩუნა

ევროპის ძიუდოს კავშირის ვებგვერდი ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის შესახებ წერს.

„პირველი მედალი ბექაურმა ჯერ კიდევ 2019 წელს მოიგო, როდესაც ჩინეთის მასტერსზე გაიმარჯვა და დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს არავისთვისაა გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ქართული ძიუდოსთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კატეგორიაა. 2019 წლის დეკემბერში ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ბექაური ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ მან ეს შეძლო და ოლიმპიადა ძიუდოს სამშობლოში მოიგო.

ამის შემდეგ ბექაურმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ მოიგებს ოლიმპიურ ოქროს და არც ამაზე გაჩერდება! პარიზის ოლიმპიადამდე მისი გამოსვლები ისეთი დამაჯერებელი არ იყო, თმცა ბექაურმა ოქროს მედალი მოიგო თბილისში და მადრიდის ღია პირველობაც ოლიმპიადამდე ძალების მოსასინჯად გამოიყენა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ძიუდოისტებთან ბრძოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მეორე მსოფლიო ოქროც მოიპოვა. ამ გამარჯვებებით ბექაურმა დააგროვა საკმარისი ქულები, რათა კვლავ 90 კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პარიზის ოლიმპიადაზე ლაშამ ბულგარელ და სამხრეთკორეელ მეტოქეებს სძლია, ნახევარფინალში ესპანეთის წარმომადგენელი ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა, ფინალურ ბრძოლაში კი იაპონელი სანშირო მურაო ორი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EJU: მოუთმენლად ველით გრიგალაშვილის ტატამიზე ხილვას 2025 წელს
EJU: მოუთმენლად ველით გრიგალაშვილის ტატამიზე ხილვას 2025 წელს