გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რეალთან თამაში საეჭვოა | როგორია მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გიორგი მამარდაშვილი სარეაბილიტაციო კურსის გავლას განაგრძობს და ყველაფერს აკეთებს, რათა მოედანზე სწრაფად დაბრუნდეს. ქართველი მეკარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ესპანურმა გამოცემამ, AS-მა სტატია გამოაქვეყნა და ბოლოდროინდელ ვითარებაზე ისაუბრა.

„ქართველმა გოლკიპერმა შვებულება შეამოკლა და სარეაბილიტაციო პერიოდს განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ლივერპულში გადადის, ეჭვგარეშეა, რომ გიორგი მამარდაშვილი სრულად ვალენსიაზეა კონცენტრირებული. ის რაიოსთან მიღებული ტრავმის მოშუშების დასკვნით ეტაპზეა.

პირველადი ვარაუდით, მამარდაშვილის რეალთან მატჩში დაბრუნება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში ვალენსიას კარს დიმიტრიევსკი დაიცავს, მაგრამ 7 იანვარს, ელდენსეს წინააღმდეგ, ესპანეთის თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, მამარდაშვილს კარგი შანსი ექნება, შეამოწმოს, რა დონეზე იმყოფება“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და გუნდს კარლოს კორერანი გაუძღვება. 41 წლის ესპანელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე მეკარე იყო და პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ვალენსიაში გადადგა.

მსგავსი სიახლეები