ტორონტო რეპტორსი
Aa
Aa

უკვე მეორედ - ტორონტოს მწვრთნელი უდისციპლინობისთვის ისჯება

„მემფისთან“ (126:155) დიდი სხვაობით წაგებული შეხვედრა „ტორონტოსთვის“ სკანდალურად დასრულდა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში „რაპტორსის“ მთავარი მწვრთნელი დარკო რაიაკოვიჩი, რომელიც პარალელურად კანადის ნაკრებსაც ამზადებს, არბიტრებმა უდისციპლინობის გამო გააძევეს. ერთ-ერთი ეპიზოდისას, როდესაც მსაჯმა მისი გუნდის კალათბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რაიაკოვიჩი დარბაზში შეიჭრა და თემიდის მსახურებს ფიზიკურად დაუპირისპირდებოდა, მოთამაშეები საქმეში დროულად რომ არ ჩარეულიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კანადური კლუბის დამრიგებელი მსგავს ინციდენტში ფიქსირდება - „ლეიკერსთან“ მატჩის დამთავრების შემდეგ, მან არბიტრები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და საჯაროდ გააკრიტიკა, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა 25 ათასი ფუნტით დააჯარიმა. ვარაუდობენ, რომ სასჯელი ამჯერად გაცილებით უფრო მძიმე იქნება და თანხის გადახდის გარდა, „ტორონტოს“ მესაჭე რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ 7 მოგებითა და 24 წაგებით „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, ხოლო „მემფისი“ 21 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთში მესამე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რა ხდება NBA-ში - აქ მე და სტეფი ვართ
რა ხდება NBA-ში - აქ მე და სტეფი ვართ