Transfermarkt-ზე მბაპეს ღირებულება შემცირდა, იამალის კი გაიზარდა
ავტორიტეტულმა ინტერნეტ-გამოცემა Transfermarkt-მა საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მპაპეს სატრანსფერო ღირებულება განაახლა.
ამ დროისთვის 26 წლის სუპერვარსკვლავის ფასი 160 მილიონი ევროა, მანამდე კი 180 მილიონი იყო.
ბოლოს ამ ნიშნულზე მბაპეს ფასი 2022 წლის ნოემბერში დაეცა, ხოლო მისი მაქსიმალური საბაზრო ღირებულება - 200 მილიონი ევრო, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
Transfermarkt-მა განაახლა ასევე „ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის ღირებულება.
17 წლის ვინგერის ფასი 30 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამ დროისთვის 180 მილიონ ევროს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან დღემდე, იამალმა ბლაუგრანას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 72-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.