მაიკ ტაისონი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

„ცოტათი დეპრესიაში ვიყავი“ - ტაისონმა პოლთან ჩხუბზე ილაპარაკა

ყოფილმა აბსოლუტურმა მსოფლიო ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლთან ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც ნოემბერში გაიმართა.

ლეგენდარული მოკრივემ დატვირთული ვარჯიშებიდან ყოველდღიურ ცხოვრებაზე გადასვლის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„ეს მართლა ძალიან მაგარი იყო. ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავით, მაგრამ შემდეგ ჩხუბი დასრულდა და მორჩა. ცოტათი დეპრესიაში ვიყავი. აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნება, ჩვენ ხომ ამისთვის 9 თვის განმავლობაში ვემზადებოდით“, - თქვა ტაისონმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა იუთუბერმა 57 წლის „რკინის მაიკი“ 8 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

15 ნოემბერს გამართულ ჩხუბს ცოცხლად თვალი 70 ათასმა ადამიანმა მიადევნა და ბილეთების გაყიდვიდან ორგანიზატორებმა 17,8 მილიონი დოლარი იშოვეს, რაც ტეხასის შტატში ჩატარებულ საკრივო ღონისძიებებს თუ ავიღებთ, სარეკორდო შემოსავალია.

მსგავსი სიახლეები