„ეს რესურსია და არა პრობლემა“ - პრანდელი კონტეს დილემაზე
„ფიორენტინასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი სერია A-ზე საუბრობს და ფავორიტს ასახელებს.
პრანდელი „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიასაც ახსენებს.
„ვფიქრობ, რომ ატალანტას სკუდეტოს მოგება შეუძლია. ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, ბერგამოელებმა გამარჯვებას გემო გაუგეს. გასპერინი არის მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ლამაზად თამაში შეეძლო. ახლა უკვე იგი მხოლოდ თამაშისთვის არ თამაშობს. მან გაითავისა, რომ ლამაზი თამაშით მოგება კარგი რამაა, მაგრამ ეს ყოველთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება ნაპოლის, მე კონტე მიყვარს. იგი ფეხბურთელების სულს წვრთნის. მეც ამავეს ვაკეთებდი და მომავალშიც გავიმეორებ, თუ სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდები. თქვენ ვერ მოძებნით ერთ ადამიანსაც კი, რომელსაც კონტესთან უმუშავია და მასზე ცუდად ისაუბრებს. ის არის მწვრთნელი, რომელიც ენერგიით გავსებს, რომლისგანაც შემდეგ უნდა დაგცალოს. ანტონიო ყოველთვის გვერდით დაგიდგება, მაშინაც თუ შეცდომას დაუშვებ.
სკუდეტოზე მისი შანსები? დიახ, ნაპოლის შეუძლია მოგება, თუმცა თუ ვიტყვი, რომ არა, კონტე გამიბრაზდება.
ნერეში, თუ კვარა? მოდით ამის გადაწყვეტა კონტეს მივანდოთ. ეს მისი უფლება და მოვალეობაა. ჩვენ ვსაუბრობთ ორ განსხვავებული მახასიათებლების მქონე ფეხბურთელზე, რომლებსაც მოედანზე ყველაფერი შეუძლიათ. მე არ ვთვლი, რომ ეს პრობლემაა. როცა მწვრთნელის განკარგულებაში ასეთი მოთამაშეებია, ეს რესურსია და არა პრობლემა“.
- ციტირებს პრანდელის სიტყვებს Il Mattino.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს, შინ „ვენეციას“ (18:00) წინააღმდეგ გამართავს.