მარკუს რაშფორდი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„ყველანი პროფესიონალები უნდა ვიყოთ“ - ამორიმი რაშფორდის გუნდიდან მოკვეთაზე

პრემიერლიგის მე-18 ტურში „ვულვზთან“ მარცხის (0:2) შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს მარკუს რაშფორდის შესახებ ჰკითხეს, რომელიც ამჯერადაც სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა.

„მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივე იქნება. ჩვენ იგივე პროფესიონალებად და ადამიანებად უნდა დავრჩეთ, მოვიგოთ ან წავაგოთ. როდესაც ვმარცხდები, უფრო ძლიერი უნდა ვიყო. ჩემს იდეას ბოლომდე მივყვები“.

- მას თქვენთვის რაიმე ახალი არ უჩვენებია, მას შემდეგ, რაც გუნდიდან მოკვეთეთ?

„თუ, მარკუსი აქ არ არის, ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ თავად გამოიცნოთ“.

- ციტირებს BBC ამორიმის სიტყვებს.

ბრიტანული პრესა წერს, რომ რაშფორდის მანჩესტერული კარიერა დასრულებულია. ინგლისელ გარემარბს იანვარში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. მარკუსს მსურველები ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა.

აქვე გეტყვით, რომ „იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 7-ქულიანი სხვაობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება 95-ე წუთზე - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და უოტფორდის 3 ქულა
გამარჯვება 95-ე წუთზე - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და უოტფორდის 3 ქულა