სანტიაგო ბერნაბეუ სახელს იცვლის
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ საშინაო სტადიონისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Marca წერს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ნაცვლად, სამეფო კლუბის არენას უბრალოდ „ბერნაბეუ“ ერქმევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ცვლილება კომერციულ მიზეზებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ სტადიონი 78 297 გულშემატკივარს იტევს.
ამ დროისთვის „რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილს იკავებს. კარლო ანჩელოტის შეგირდები მორიგ მატჩს 3 იანვარს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავენ.