ხვიჩა კვარაცხელია, რონალდ არაუხო, ვიქტორ ოსიმენი, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედის დიდი სატრანსფერო გეგმები

18 ტურის შემდეგ 22 ქულა და გასავარდნ ზონასთან მხოლო 7-ქულიანი სხვაობა - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ღრმა კრიზისშია და კლუბი ამ სიტუაციიდან გამოსვლას მხოლოდ რუბენ ამორიმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით არ აპირებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა იანვარში ტრანსფერები მოითხოვა, რომელთა დიდი ნაწილიც მოსალოდნელია, რომ დაკმაყოფილდება.

TEAMtalk-ი წერს, რომ „მანკუნიანელები“ ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი/გალათასარაი-იჯარით), ტაილერ დიბლინგს (საუთჰემპტონი) და რონალდ არაუხოს (ბარსელონა) აკვირდებიან.

ოსიმენი იანვარში მართლაც აპირებს გუნდის შეცვლას და მისთვის საოცნებო პრემიერლიგაში მოხვედრას. მისი ტრანსფერი „იუნაიტედს“ 75 მილიონი ევრო დაუჯდება. რაც შეეხება არაუხოს, „ბარსა“ მას 70 მილიონად აფასებს და ურუგვაელის გაშვების წინააღმდეგი არ არის. ტაილერ დიბლინგი 18 წლის უნივერსალია, რომელიც ამ სეზონში „საუთჰემპტონში“ კარგად გამოიყურება. ცენტრში შემტევ ნახევარმცველად, მეორე ფორვარდად და მარჯვენა გარემარბად თამაში შეუძლია. მისი გაფორმება 22 მილიონად იქნება შესაძლებელი.

CaughtOffside-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ მარკუს რაშფორდის გაშვებას გეგმავენ და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ორ მოთამაშეს აკვირდებიან: ხვიჩა კვარაცხელიას და ნიკო უილიამსს.

ესპანელის შეძენა დაახლოებით 60-65 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ხვიჩას შემთხვევაში კი მინიმუმ 80 მილიონ ევროსთან გვაქვს საქმე. ისიც, თუ იანვარში გაფორმებამდე მიდგა საქმე, შესაძლოა თანხა საგრძნობლად გაიზარდოს.

ამრიგად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კრიზისში მყოფი მანჩესტერული გუნდები „იუნაიტედი“ და „სიტი“ ხმაურიანი გარიგებებისთვის ემზადებიან. ორივე კლუბს ფინანსურად ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ატალანტას სამი კვარაცხელია ჰყავს“ - მალფიტანო საჩემპიონო შანსებზე
„ატალანტას სამი კვარაცხელია ჰყავს“ - მალფიტანო საჩემპიონო შანსებზე