ESPN-მა წლის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი დაასახელა
ცნობილმა ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა 2024 წლის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი დაასახელა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების სუპერვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა.
რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელს, ეს ტიტული სამეფო გუნდის თავკაცს, კარლო ანჩელოტის ერგო.
2024 წლის საუკეთესო ნაკრებად ესპანეთი დასახელდა, ხოლო ნომინაციაში - „წლის აღმოჩენა“ ლამინე იამალმა გაიმარჯვა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი აიტანა ბონმატი გახდა, საუკეთესო ქალი მწვრთნელის ტიტული კი ემა ჰეისს ერგო.