UFC-ის გადამღებ ჯგუფს ხაჭაპური გაასინჯა | მერაბი უმართან ჩხუბისთვის ემზადება
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაცავად ემზადება. „მანქანის“ მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი გახლავთ და დვალიშვილმა, Youtube-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკა.
„მთლიანად ორთაბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. არ მინდა, უმარს ქუჩაში ვეჩხუბო, რადგან არ მინდა, UFC-ისთვის ცუდი ტიპი გამოვიდე. ოქტაგონზე გავალ და არ მინდა, მათ რაიმე სახის თავის გასამართლებელი მიზეზი მივცე. ქუჩაში ჩხუბი ან რამე მსგავსი, ორთაბრძოლის გაუქმებად დამიჯდება და ისინი ყველაფერს მე დამაბრალებენ. ხომ გახსოვთ, ქომაგთან ინციდენტი? მან გამაჩერა და ჩხუბი დამიწყო, მათ კი ყველაფერი მე დამაბრალეს. ჯანდაბაშიც წასულან“, - განაცხადა დვალიშვილმა უმარსა და მის გუნდზე.
საინტერესოა, რომ მერაბთან UFC-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სტუმრად და „მანქანამ“ კამერების წინ, იმერული ხაჭაპური მოამზადა. დვალიშვილმა გადამღები ჯგუფის წევრებს ხაჭაპური გაასინჯა და მათგან დადებითი შეფასებებიც მიიღო.
ცნობისთვის, მერაბისა და უმარის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. ჩხუბამდე, UFC-ის იუთუბ არხზე UFC 311-ის Countdown-ის ვიდეოები გამოქვეყნდება და სავარაუდოდ, ერთ-ერთში „მანქანის“ იმერულ ხაჭაპურსაც ვიხილავთ.