პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„რამდენიმე ტრანსფერი იქნება“ - სიტი იანვარში ხმაურიან გარიგებებს უმიზნებს

პეპ გუარდიოლამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი მოთამაშეების დამატება დააანონსა. „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა „ევერტონთან“ 1:1-ის შემდეგ ამ საკითხზე საუბარს თავი ვეღარ აარიდა.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა რთული პერიოდია. ფეხბურთელებმაც კი იციან, რომ რამდენიმე ახალწვეულით უნდა გავძლიერდეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალი მოთამაშეები მოდიან და პოზიციებს დაიკავებენ - ფეხბურთელები, რომლებიც უკვე შემადგენლობაში იყვნენ, ისინი უკმაყოფილებას გრძნობენ. მაგრამ ბევრი ტრავმა გვაქვს და ეს პრობლემაა.

ჩვენი მიზანია ისეთი ფეხბურთელის შეძენა, რომელიც გუნდში მომდევნო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ითამაშებს. ზოგჯერ ეს არ არის ადვილი. ჩვენ უნდა ვეცადოთ.

რვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო მზად დღევანდელი მატჩისთვის და კევინ დე ბრუინს 90 წუთის თამაში არ შეეძლო, მაგრამ შესაძლოა ის ცოტა ადრე უნდა გამომეყვანა.

რაც შეეხება შესაძლო ახალწვეულებს, მათი კონტრაქტები გრძელვადიანი უნდა იყოს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე. რა თქმა უნდა, კლუბს უნდა ვესაუბროთ, გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ“,

- განაცხადა პეპმა.

რამდენიმე კვირის წინ ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ „სიტის“ სამიზნე ძირითადად შემტევი ფეხბურთელები არიან. უფრო მეტად კი ფლანგის ფორვარდი. იყო საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც, რომელიც დღემდე „ქალაქელთა“ სიაში იმყოფება. გარდა ამისა, საუბარია როდრის შემცვლელზე, რომელმაც საყრდენ ზონაში უნდა ითამაშოს. სხვა პოზიციების შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი დაწერილა, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრიდან „ეტიჰად სთეიდიუმზე" ახალ მცველებსაც ვიხილავთ.

ბოლოს გეტყვით, რომ „სიტიმ“ უკანასკნელი 13 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, 9 წააგო. ნოემბრის დასაწყისიდან, გუარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი გუნდია და „ქალაქელებმა“ შესაძლო 27-დან, მხოლოდ 5 ქულა აიღეს. პრემიერ ლიგის 18 ტურის შემდეგ, ისინი 28 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: კვარა ფრთხილად უნდა იყოს, კონტეს გუნდში პატიმრები არ სჭირდება
კასანო: კვარა ფრთხილად უნდა იყოს, კონტეს გუნდში პატიმრები არ სჭირდება