მარესკა ფულჰემთან წაგებაზე: ეს გაკვეთილია, რომელიც უნდა ვისწავლოთ
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ „ფულჰემთან“ გამართული თამაში შეაფასა.
„არისტოკრატებმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-18 ტურის მატჩი 1:2 წააგეს. სტუმრებმა გადამწყვეტი გოლი მეორე ნახევრის დამატებით დროში გაიტანეს.
„არასასიამოვნოა ასეთი გოლის გატანა. ბევრჯერ მითქვამს - როდესაც მოგება არ შეგიძლია, მნიშვნელოვანია არ წააგო. მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი არ მომეწონა - ჩვენ მეტოქეს კონტრშეტევების საშუალებას ხშირად ვაძლევდით და ვიცოდით, რომ სწორედ ამაზე დებდნენ ისინი ფსონს. ეს გაკვეთილია, რომელიც უნდა ვისწავლოთ. თუ ორივე გუნდი სწრაფ თავდასხმებს ახორციელებენ, თამაში კალათბურთს ემსგავსება“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო „ფულჰემმა“ „ჩელსის“ სტუმრად, 45 წლის განმავლობაში პირველად მოუგო. გარდა ამისა, ეს გუნდის რიგით მესამე გამარჯვებაა „არისტოკრატების“ სტადიონზე.