გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

გამარჯვება 95-ე წუთზე - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და უოტფორდის 3 ქულა

ინგლისის ჩემპიონშიფის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „პორტსმუთს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 95-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა მე-10 წუთზე სვანსონის გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და  57-ე წუთზე კაიემბეს ზუსტი პენალტით გაათანაბრეს.

ამის შემდეგ, გუნდებმა ორმხრივი შეტევები დაიწყეს და ნათელი იყო, რომ სამი ქულისთვის ორივე იბრძოლებდა, თუმცა „უოტფორდმა“ მატჩის სადავეები ხელთ იგდო და გაცილებით მწვავე იერიშები ჰქონდა. მოსალოდნელი გოლის მაჩვენებელიც ამას ადასტურებდა: 1.36 – 0.17-ის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან თამაში რა თქმა უნდა სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მწვრთნელი მას ბოლომდე ენდო და მოედანზე მსაჯის საფინალო სასტვენამდე დატოვა. ჩაკვემ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.2 მიიღო.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა როკო ვატამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო და „უოტფორდს“ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „უოტფორდი“ 37 ქულით მე-6 ადგილზეა და პრემიერლიგის საპლეიოფო ზონაში იმყოფება.

ტომ კლევერლის გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 29 იანვარს შინ „კარდიფის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Fanatik: „გალათასარაიმ მიქაუტაძესთან შეთანხმებას მიაღწია“
Fanatik: „გალათასარაიმ მიქაუტაძესთან შეთანხმებას მიაღწია“