გიორგი კვერნაძე, ლეანდრო გრეკო
Aa
Aa

„თამაშს შესანიშნავად კითხულობს“ | რა თქვა ფროზინონეს თავკაცმა კვერნაძეზე

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეანდრო გრეკომ „სალერნიტანასთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო. გიორგი კვერნაძემ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა და გოლს პლუს ასისტი გაიფორმა, რაც გრეკოს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ბირასკის გაყვანა და კვერნაძის შემოყვანა? დავიდეს ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და არ მინდოდა, მეტოქისთვის შანსი მიმეცა. კვერნაძის შემოყვანა ჩემი სამწვრთნელო შტაბის იდეა იყო. ის თამაშს ძალიან კარგად კითხულობს.

ბიჭებს წარუმატებელი და წარმატებული პერიოდები აქვთ, რომლებსაც ყოველკვირეულად ვაფასებთ. კვერნაძემ შესანიშნავი სამუშაო გასწია და გააგრძელა იქიდან, სადაც წინა შეხვედრაში გაჩერდა. ბიჭებს დიდი პოტენციალი აქვთ და მათთან, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, მუშაობას ვაგრძელებთ“.

ცნობისთვის, კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მეორე ასისტი გაიფორმა. მის გუნდს 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები