სპორტინგმა ამორიმის შემდეგ დანიშნული მწვრთნელი 2 თვეში შეცვალა
პორტუგალიურმა „სპორტინგს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს პოსტი რუი ბორჟესმა დაიკავა.
მან ჟოაო პერეირა შეცვალა, რომელიც გუნდის თავკაცად რუბენ ამორიმის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ დაინიშნა.
პერეირას ხელმძღვანელობით, „სპორტინგმა“ 8 თამაში ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 3 მოიგო, 4 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა.
ამჟამად „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან „ბენფიკას“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.