გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის სუპერ მატჩი | მეორე ტაიმში შევიდა და გოლი და ასისტი გააკეთა

იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2:0 მოიგო და 21 წლის გარემარბმა სუპერ მატჩი ჩაატარა.

გიორგი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:0 იყო და „სალერნიტანა“ რიცხობრივ უმცირესობაში გახლდათ დარჩენილი. 63-ე წუთზე, კვერნაძემ „ფროზინონე“ შესანიშნავი გოლით დააწინაურა. ქართველმა ახალგაზრდამ მეტოქეს ბურთი წაართვა და საკუთარი ნახევრიდან წამოწყებული შეტევა, თავად დააგვირგვინა.

84-ე წუთზე, კვერნაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა. ფლანგზე განხორციელებული სოლორეიდის შემდეგ, გიორგიმ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ჯუზეპე ამბროზინიმ თავი გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. Sofascore-მა 21 წლის გარემარბი მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მისი თამაში 8.9 ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში მეორე ასისტი გაიფორმა. მის გუნდს 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ატალანტას სამი კვარაცხელია ჰყავს“ - მალფიტანო საჩემპიონო შანსებზე
„ატალანტას სამი კვარაცხელია ჰყავს“ - მალფიტანო საჩემპიონო შანსებზე