პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლას თქმით, მანჩესტერ სიტის ახალი ფეხბურთელები სჭირდება

პეპ გუარდიოლამ ტრანსფერების აუცილებლობაზე ილაპარაკა. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ახალი ფეხბურთელები სჭირდება.

„თუ ამის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ უნდა გავიფორმოთ ფეხბურთელები, უსათუოდ! ჩვენ გვაქვს პრობლემები თავდაცვაში, მოედნის შუაგულში. ჩემი აზრით, თვითონ ფეხბურთელებიც კი გუნდში სვამენ კითხვას ტრანსფერის შესახებ“, - თქვა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ წარუმატებელი სერია გრძელდება. ინგლისის პრემიერ ლიგის „ბოქსინგ დეი“ დღეს „ქალაქელებისა“ და „ევერტონის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

პეპ გუარდიოლას შეგირდები მასპინძლის რანგში იყვნენ და იგებდნენ კიდეც, მაგრამ მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

„სიტიმ“ ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, 9 წააგო. ნოემბრის დასაწყისიდან, „სიტი“ პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი გუნდია და „ქალაქელებმა“ შესაძლო 27-დან, მხოლოდ 5 ქულა აიღეს.

პრემიერ ლიგის 18 ტურის შემდეგ, გუარდიოლას გუნდი სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „ქალაქელებს“ 28 ქულა აქვთ და ლიდერ „ლივერპულს“, რომელსაც მათზე 2-ით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 11 ქულით ჩამორჩებიან. „სიტის“ ოთხეულამდე 3 ქულა აშორებს და მომდევნო შეხვედრა 29 დეკემბერს, „ლესტერთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა
გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა