ხვიჩა კვარაცხელია, ადემოლა ლუკმენი, ლაზარ სამარჯიჩი
Aa
Aa

„ატალანტას სამი კვარაცხელია ჰყავს“ - მალფიტანო საჩემპიონო შანსებზე

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და კომენტატორი მიმო მალფიტანო, რომელიც Gazzetta dello Sport-ის ისტორიული კონტრიბუტორი გახლავთ, რაიო მერტეს ეთერში იტალიის სერია A-ზე ისაუბრა.

მალფიტანომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსები შეადარა.

„სანამ შესაძლებლობა მექნება, ამას ღიად ვიტყვი: ნაპოლის არ ჰყავს ჩემპიონები. ამ გუნდში ჩემპიონები არ თამაშობენ. იქ მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ჩემპიონის სუნი ასდის. მას, რომ საბოლოოდ ჩემპიონი ვუწოდოთ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი.

რაც შეეხება ატალანტას, ჩემპიონები არც მათ ჰყავთ, თუმცა ბერგამოელებს სამი კვარაცხელია ჰყავთ: შარლ დე კეტელარე, ადემოლა ლუკმენი და ლაზარ სამარჯიჩი. სამი მოთამაშე, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის.

კონტე ორიენტურებულია მეტად ფიზიკურობაზე და არა ისეთ მოთამაშეებზე, რომლებიც დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგები არიან. ნაპოლი ჩემპიონატში ყველაზე სტრუქტურირებადი გუნდია“.

- ამბობს მალფიტანო.

შეგახსენებთ, რომ გასპერინის „ატალანტამ“ „ნაპოლის“ პირველ წრეში სტუმრად 3:0 მოუგო. კონტეს გუნდი მიმდინარე სეზონში ასე უშანსოდ არავისთან დამარცხებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი მიქაუტაძე ლიონში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
გიორგი მიქაუტაძე ლიონში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა