მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„სხვა დროს არ შეეძლო მოსვლა?“ | უმარის მწვრთნელი მერაბის PI-ში არ შეშვებაზე

უმარ ნურმაგომედოვის ლეგენდარული მწვრთნელი, ხავიერ მენდესი მერაბ დვალიშვილის ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც „მანქანა“ ამბობს, რომ UFC PI-ში არ შეუშვეს, რადგან იქ უმარი ვარჯიშობდა. მენდესის თქმით, დვალიშვილი მომხდარზე არ უნდა გაბრაზებულიყო და თუ ვინმეა დამნაშავე, ეს UFC-ია.

„UFC PI-ში კონკრეტული საათიდან კონკრეტულ საათამდე ვართ და რატომ არ შეეძლო, მერაბს სხვა დროს მოსვლა? მაინტერესებს, როდის ითხოვა UFC PI-ში შესვლის ნებართვა და როდის მოგვცეს ჩვენ ამის უფლება. თუ UFC-იმ კონკრეტული საათები შეგვირჩია სავარჯიშოდ და მერაბი მოდის და ამბობს, რომ ვარჯიში უნდა, რაღაც რიგზე ვერაა, რადგან იმ მომენტში, უმარი და ისლამი ვარჯიშობენ. ამაზე რატომ გაბრაზდა? ეს UFC-ის ბრალია და არა ჩვენი“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. MMA-ში დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

UFC PI-ის რაც შეეხება, ეს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული შენობაა, რომელშიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარებიან, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მოგვწონს და 3 წელია ვაკვირდებით“ - გალათასარაის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„ძალიან მოგვწონს და 3 წელია ვაკვირდებით“ - გალათასარაის მწვრთნელი მიქაუტაძეზე