გიორგი მიქაუტაძე ლიონში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოკითხვა „ლიონის“ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ დასრულდა, გიორგი მიქაუტაძემ კი კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა. მიქაუტაძესთან ერთად, გამოკითხვაში მონაწილეობას რაიან ჩერკი და ნიკოლას ტალიაფიკო იღებდნენ, ქართველმა შემტევმა კი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა, 76% მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობა 18 ათასამდე გულშემატკივარმა მიიღო.
???? Auteur de trois réalisations ce mois-ci, @MikautadzeG est votre Joueur du Mois de décembre avec 7️⃣6️⃣% des voix !
— Olympique Lyonnais (@OL) December 26, 2024
Vous avez été plus de 13 500 à voter pour notre attaquant Géorgien ! ????????
???? Votre classement ???? https://t.co/vxB6emTPwD pic.twitter.com/Sm79A8VZzw
დეკემბერში, გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 21 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.