ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

რა ხდება NBA-ში - აქ მე და სტეფი ვართ

NBA-ს ბოლო სათამაშო ბევრი მნიშვნელოვანი მატჩით იყო გამორჩეული, თუმცა ბუნებრივია უმთავრესი ყურადღება „გოლდენ სტეიტი“ – „ლეიკერსის“ შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ერთმანეთის პირისპირ ლიგის მთავარი ვარსკვლავები, სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი ასპარეზობდნენ. დაძაბული შეხვედრა ლოს-ანჯელესის კლუბის 2-ქულიანი გამარჯვებით, 115:113 დასრულდა, რომლის დასრულებისთანავეც ერთ-ერთმა რეპორტიორმა ლებრონისგან გადაწყვიტა ინტერვიუს ჩაწერა და თამაშის შეფასების ნაცვლად, „მეფემ“ მოკლე, მაგრამ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა: „იცით, რა ხდება დღეს NBA-ში? ჯეიმსი და კარი, სხვა არაფერი.

ჯეიმსის კომენტარი კარგად მოისმინა მისმა თანაგუნდელმა ოსტინ რივზმა, რომელმაც ამ ყველაფრით აღფრთოვანება ვერ დამალა. თავად კი, 26 ქულით, 10 მოხსნით, 10 შედეგიანი პასით და 1 ჩაჭრით სამმაგი დუბლის ავტორი გახდა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ორმაგი დუბლის ავტორი ლებრონი (31 ქულა, 10 მოხსნა) რეკორდის გარეშე ამჯერადაც არ დარჩენილა, შობის დღესასწაულზე მე-11 თამაში მოიგო და ყოფილი თანაგუნდელის, დუეინ უეიდის მიღწევა გააუმჯობესა.

რაც შეეხება სტეფ კარის, „გოლდენ სტეიტის“ მარცხის მიუხედავად, მისი ასპარეზობის გაკრიტიკება არაფრით არ შეიძლება. ვეტერანმა კალათბურთელმა 38 ქულასთან ერთად, 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ „უორიორსს“ გაემარჯვა, მაგრამ მისი ძალისხმევა მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფერი სერიოზული“ | პორზინგისმა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა
„არაფერი სერიოზული“ | პორზინგისმა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა