კლეი ტომპსონი, ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

ტომპსონი ხუთეულში შევიდა - დონჩიჩი ისევ დაშავდა

„მინესოტასთან“ (99:105) წაგებული საშინაო შეხვედრა „დალასისთვის“ საინტერესო მოვლენებით სავსე გამოდგა. 12 ქულის, 4 მოხსნისა და 1 ასისტის ავტორი „მავერიქსის“ ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი NBA-ს ისტორიაში შევიდა. მან თორმეტივე ქულა პერიმეტრიდან სროლის შედეგად დააგროვა, საერთო ჯამში კარიერაში 2562 ზუსტი სამიანი დაუგროვდა, „ინდიანას“ ლეგენდა რეჯი მილერს (2560) გადაუსწრო და ყველა დროის ხუთეულში შევიდა. ტომპსონზე წინ ახლა მხოლოდ სტეფ კარი (3 841), ჯეიმს ჰარდენი (3 022), რეი ალენი (2 973) და დამიან ლილარდი (2 683) არიან.

დალასელების კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი კი წლევანდელ სეზონში კიდევ ერთხელ დაშავდა და იქიდან გამომდინარე, რომ პარკეტიდან გასვლის შემდეგ სლოვენიელი ხელჯოხით გადაადგილდებოდა, ძალიან დიდი ალბათობით ის მალე ვერ დაბრუნდება. დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მავერიქსის“ მცველს მარცხენა ფეხის კუნთი გაუწყდა და მკურნალობის ზუსტი ვადების შესახებ უახლოეს მომავალში გაირკვევა.

19 მოგებითა და 11 წაგებით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ „ოკლაჰომას“, „ჰიუსტონსა“ და „მემფისს“ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვს PS5 აჩუქეს, შემდეგ კი წაართვეს | სკანდალი NBA-ში და ჰორნეთსის ბოდიში
ბავშვს PS5 აჩუქეს, შემდეგ კი წაართვეს | სკანდალი NBA-ში და ჰორნეთსის ბოდიში