კორმიემ წლის საუკეთესო მებრძოლად თოფურია დაასახელა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ და ასევე ყოფილმა მებრძოლმა, ამჟამად კი სპორტულმა ანალიტიკოსმა ჩეილ სონენმა ESPN-ის პოდკასტ Good Guy / Bad Guy-ის ეთერში წლის საუკეთესო მებრძოლი დაასახელეს.
სონენმა საუკეთესოდ ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ალექს პერეირა (12-2) დაასახელა, რომელმაც 6 თვეში ჯამაჰალ ჰილი, ირჟი პროხაზკა და ხალილ რანთრი დაანოკაუტა.
თავის მხრივ, კორმიემ პერეირა აქტიური წელიწადისთვის შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ ილია თოფურიას (16-0) მიერ ორი ლეგენდარული მებრძოლის, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის დანოკაუტებას უფრო დიდი ფასი აქვს.
რა თქვა კორმიემ:
„არ ვიცი, გადაწონის თუ არა პერეირას რომელიმე ან თუნდაც სამივე ბრძოლა იმ ორის მნიშვნელობას, რომელიც 2024 წელს ილია თოფურიამ გამარტა. პერეირამ ორი ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა (ჰილი და პროხაზკა), და ასევე დააონკაუტა რეიტინგის მეშვიდე ნომერი რანთრი.
თოფურიამ ვოლკანოვსკი დაამარცხა, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია - „ვოლკს“ მხოლოდ ჟოზე ალდო უსწრებს. ამის შემდეგ ილიამ დაამარცხა მაქს ჰოლოუეი, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის მესამე საუკეთესო მებრძოლია. ილიამ მოუგო მებრძოლებს, რომლებიც ამ დივიზიონში ბოლო 8 წლის განმავლობაში მეფობდნენ“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილმა სპორტულმა პორტალმა, Clutchpoints-მა UFC-ის 20 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა, სადაც თოფურია მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ალექს პერეირასა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩა.