ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მისნაირი აქ აღარავინ ჩამოსულა - ყოფილი მწვრთნელი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში „რუბინში“ თამაშისას გაიბრწყინა, სადაც ის ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა და მუდამ ხაზს უსვამს ამ სპეციალისტის დიდ როლს მის წარმატებაში. ანალოგიური განწყობა აქვს ამჟამად ჩინეთის „შანხაი შენხუას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომუშავე სლუცკის ხვიჩას მიმართ, რომელმაც ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთიდან აბარგების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კვარას წასვლა დაასახელა.

რას ამბობს ხვიჩაზე

წავედი იმიტომ, რომ წინ ვეღარ მივდიოდით და თავს ვიტყუებდით. ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას დონის მოთამაშეები ჩამოდიოდნენ ჩვენთან, ახლა კი ლეგიონერების ხარისხი დაცემულია და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხვიჩას კლასის მოთამაშე აქ აღარავინ გამოჩენილა. ვეღარც გოლოვინისნაირ ფეხბურთელებს ზრდიან, რომელთაც ევროპაში გაყიდიან.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ყველაზე წარმატებული არა, მაგრამ ჩემი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე ნაყოფიერი და კარგად გასახსენებელი პერიოდი „რუბინში“ გავატარე. არასოდეს დამავიწყდება თუ როგორ მომილოცეს 50 წლის იუბილე და როგორი საოცარი განწყობა იყო ამ გუნდში ყოველი თამაშის წინ.

ინტერვიუს ბოლოს, ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ ბოლო ორ წელიწადში „ოქროს ბურთის“ პრეტედენტებს შორის მისი ორი ყოფილი შეგირდი, ხვიჩა კვარაცხელია და მარტინ ედეგორი მოხვდა, რითაც უზომოდ ამაყია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა სჭირდება ნაპოლის იანვარში? - კონტეს გეგმები და მოთხოვნები
რა სჭირდება ნაპოლის იანვარში? - კონტეს გეგმები და მოთხოვნები