„მერაბის ფანი ვარ!“ - დემეტრიუს ჯონსონის პროგნოზი UFC 311-ზე
UFC-ის და ONE-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა მაიკ პერისთან ინტერვიუს დროს UFC 311-ის ორ მთავარ ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ჯონსონი:
„მსუბუქ წონაში ფსონს მახაჩევზე დავდებ. ცარუკიანს შანსი ექნება, მაგრამ ვნახოთ, შეძლებს თუ არა ისლამის მიწაზე გადაყვანას. ცარუკიანს შეუძლია ზიანი ფეხზე დგომის დროსაც მიაყენოს, მაგრამ მახაჩევის ბოლო ბრძოლებიდან გამოჩნდა, რომ დარტყმის ტექნიკაშიც დიდი პროგრესი განიცდიდა“.
„რაც შეეხება მერაბის და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლას, აქ მერაბს ავირჩევ. მე დვალიშვილის ფანი ვარ! უმარ ასეთ მებრძოლთან ჯერ არ უჩხუბია“.
შეგახსენებთ, რომ UFC 311 19 იანვარს გაიმართება. ამ ღონისძიებაზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს მერაბ დვალიშვილი დაიცავს, შემდეგ კი ქარდზე მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი იასპარეზებს, რომელიც ტიტულის დაცვას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ ეცდება.