ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო ჯორდანო, დავიდ ნერეში
Aa
Aa

„კვარა-ნერეშის დუეტი ლუკაკუსთვის ინექცია იქნება“ - იტალიელი ჟურნალისტი

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა, ანტონიო ჯორდანომ „ნაპოლიში“ მიმდინარე პროცესებზე და შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა.

„კონტე ყველაფერში კონტეა - ყველა ასპექტში: თამაშის დაწყებამდე, მატჩის დროს და მის შემდეგ. გასული სეზონის შემდეგ, ვინ წარმოიდგენდა, რომ ნაპოლი ახლა 38 ქულით მეორე ადგილზე იქნებოდა? ლიდერ ატალანტასთან ჩამორჩენა მხოლოდ ორი ქულაა. პროგრესი აშკარაა.

ლუკაკუს პრობლემები? მე ჩემი ვერსია მაქვს, თუ როგორ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს. ახალი ნაპოლი ვიხილოთ. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ნერეში მარჯვნივ და ბელგიელი ფორვარდად. ეს რომელუს მეტ სივრცეს მისცემს, რადგან ამ ორ გარემარბს მეტი ყურადღების მიქცევა და სივრცის შექმნა შეუძლია. მათი უფრო სწრაფად მოძრაობა მეტოქის დაცვის ხაზს გაწელავს, რაც ლუკაკუსთვის ინექცია იქნება და შედეგს გამოიღებს“.

- ციტირებს ჯორდანოს სიტყვებს Canale 8.

ამ მხრივ იტალიურ პრესაში აზრთა სხვადასხვაობაა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტანო ხელშეუხებელია და კონკურენცია მხოლოდ მარცხენა ფლანგზე იქნება, რაც სტატისტიკის მიხედვით თავად იტალიელ გარემარბზე ცუდად მოქმედებს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 19 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა სჭირდება ნაპოლის იანვარში? - კონტეს გეგმები და მოთხოვნები
რა სჭირდება ნაპოლის იანვარში? - კონტეს გეგმები და მოთხოვნები